ფინალი მაიამიში, ჰარდ როკ არენაზე გაიმართა. მატჩის დაწყების წინ, რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი - გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, ზოგი ადამიანი კი უბილეთოდ ცდილობდა ფინალზე მოხვედრას. ამ ყველაფრის გამო, თამაში დაგვიანებით დაიწყო.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა არაერთი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა ძირითად დროში მაყურებელმა გატანილი გოლი ვერ იხილა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა არგენტინამ ტიტულის დაცვა მოახერხა. "ალბისელესტემ" ამ გამარჯვებით ურუგვაის გადაასწრო, რომელთაც ეს ტიტული ისტორიაში 15-ჯერ აქვთ მოგებული.








