მოსკოვის სპარტაკის ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი იდეა რამდენიმე თვის წინ ანდრეი არშავინმაც გააჟღერა. საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი თავის მოხსენებაში წერს:
"გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა 2025 წლის დასაწყისში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარონ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი მოძმე და ერთმორწმუნე ერების დაახლოება იქნება. ერთნი ვართ მე-18 საუკუნიდან მოყოლებული. გვაქვს საერთო პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესები.
გავაკეთოთ სწორი ნაბიჯი მოზობლური ურთიერთობის გამყარებისთვის. შეგვიძლია მოვაწყოთ მთელი ტურნირი და აზერბაიჯანიც მოვიწვიოთ. ველი პასუხს საქართველოდან!", - აცხადებს სანქტ-პეტერბურგის ზენიტის ყოფილი გოლკიპერი.