ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ, სადაც რეალი მანჩესტერ სიტის შეხვდა, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"წარმოდგენა არ მაქვს რას ფიქრობენ სიტიში წილისყრის შედეგებზე. ჩვენ კი ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ. ერთ წელს დავამარცხეთ სიტი, მეორე წელს დავმარცხდით და ვნახოთ რა იქნება ახლა."
"ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ და მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძვით - მალე გუნდს ტიბო კურტუა და ედერ მილიტაოც შემოუერთდებიან, მაგრამ ჯერ არ ვიცი ზუსტად ეს სიტის წინააღმდეგ მოხდება თუ არა" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.