18 ოქტომბერს, 21 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება ლეგენდების მატჩი საქართველოსა და ლატვიის ვეგტერან ფეხბურთელებს შორის.
ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, დავით მუჯირმა და ნუკრი რევიშვილმა გააკეთეს.
დავით მუჯირი: "ხვალ ლეგენდების კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, ამჯერად ქუთაისში. მოვუწოდებ გულშემატკივარს მოვიდეს სტადიონზე და მიიღოს სიამოვნება. ასევე ისინი მოედანზე იხილავენ იმ ვეტერან ქუთაისელებს, რომლებმაც ტორპედოში აიდგეს ფეხი"
ნუკრი რევიშვილი: "ჩემთვის ამ მატჩს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ქუთაისში, მშობლიურ სტადიონზე ვითამაშებ. კარგია, რომ ეს პროექტი გრძელდება და იმედია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ მათ მაქსიმალურად კარგი თამაში შევთავაზოთ"
საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია