ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე. შეგახსენებთ, ბრაზილიელი ექს-განაპირა მცველი დამნაშავედ ცნეს გოგონას გაუპატიურების ფაქტში და სასჯელის სახით 4.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის გარდა, ბარსელონას ყოფილ მარჯვენა მცველს ხუთწლიანი პირობითი სასჯელიც შეუფარდეს. რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებას, ვეტერანმა ფეხბურთელმა დაზარალებულს 150 000 ევროც უნდა გადაუხადოს. 40 წლის ექს-განაპირა მცველის ადვოკატმა, ინეს გვარდიოლამ, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და თავისი კლიენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასაც მიაღწია.