ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი ალბანელების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.
"საქართველოს ნაკრებს ბევრი პლუსი აქვს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ჩვენც და ისინიც განვითარების გზას ვადგავართ და საინტერესო მატჩი გველის.
უკრაინასთან მოგება სასიხარულოა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ყველა მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.
მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კვარა არ არის, მათ სხვა ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ", - განაცხადა სილვინიომ.