ტურინის იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს — ტიაგო მოტას გუნდმა მორიგი ტრანსფერი დახურა, კერძოდ პრემიერ ლიგიდან.
რენატო ვეიგა ჩელსიდან კარიერას "ბიანკონერიში" გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება 6-თვიან იჯარაზე შედგა. 21 წლის პორტუგალიელს უახლოეს საათებში იტალიაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მაოწერს.
რენატო ვეიგას დამატებას დორტმუნდიც ცდილობდა, თუმცა იუვენტუსმა მოახერხა და გარიგება დახურა. პორტუგალიელი ფეხბურთელი უნივერსალია და დაცვის ხაზში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ცენტრშიც შეუძლია თამაში. ვეიგას ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილებაც აქვს და ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა ტიაგო მოტამ მისი დამატება. იუვენტუსი ეძებდა ფეხბურთელს, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე შეძლებდა თამაშს.
ტურინელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ €5 მილიონი გადაიხადეს. სეზონის ბოლოს რენატო ვეიგა უკან, ჩელსიში დაბრუნდება.