ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ პირველ საშინაო მატჩს ტიტულოვანი დამრიგებელი ჩაატარებს განსაკუთრებულ ოპონენტთან, იტალიის ეროვნულ გუნდთან, რომელთანაც ბევრი მოგონება აკავშირებთ როგორც თავად ფრანგ სპეციალისტს, ისე ზოგადად, "მამლებს".
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალური ფინალი, ასევე 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ა.შ. მოლოდინი უდიდესია და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ "აძურისთან" შეხვედრისთვის განკუთვნილი 80 000-ზე მეტი ბილეთი არასრულ 1 დღეში მთლიანად გაიყიდა. აღნიშნული თამაში შედგება 10 ოქტომბერს, სტად დე ფრანსზე.
როგორც აღვნიშნეთ, მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელისთვის "ლურჯების" დამრიგებლის რანგში ეს იქნება პირველი საშინაო მატჩი, თუმცა არა ზოგადად სადებიუტო. აპენინელებთან შეხვედრამდე, ზიდანის შეგირდები ბელგიასა და თურქეთს ესტუმრებიან. ეს ყველაფერი ერთა ლიგის ეგიდით ჩატარდება.












