Transfermarkt-მა შეადგინა 21-ე საუკუნის დიდ ფეხბურთელთა ათეული ყველაზე მეტი წითელი ბარათით კარიერაში. ბევრის აზრით, პირველ პოზიციაზე უნდა იყოს სერხიო რამოსი (11 წითელი ბარათი), მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასზე წინ ზინედინ ზიდანი (12 წითელი ბარათი) არის.
სამეულს ხურავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 10 წითელი ბარათის მიღება მოასწრო. რაც შეეხება ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელი 3 წითელი ბარათით 10-ეულს მიღმა არის. იგივე რაოდენობა აქვს ლუის სუარესსაც, მაგრამ მან 3 წითელი ბარათი ბევრად ნაკლებ შეხვედრაში მიიღო.
პორტუგალიელი თავდამსხმელი კი რვა წითელი ბარათით მეოთხე ადგილზე არის. სრული ათეული შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
| 1. ზინედინ ზიდანი | 12 წითელი ბარათი |
| 2. სერხიო რამოსი | 11 წითელი ბარათი |
| 3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | 10 წითელი ბარათი |
| 4. კრიშტიანუ რონალდუ | 8 წითელი ბარათი |
| 5. რონალდინიო გაუჩო | 6 წითელი ბარათი |
| 6. ნეიმარ ჟუნიორი | 6 წითელი ბარათი |
| 7. ჯანლუიჯი ბუფონი | 5 წითელი ბარათი |
| 8. კილიან მბაპე | 4 წითელი ბარათი |
| 9. ვირჯილ ვან დაიკი | 4 წითელი ბარათი |
| 10. ლუის სუარესი | 3 წითელი ბარათი |
| 11. ლიონელ მესი | 3 წითელი ბარათი |








