2025 წლის ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება - აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერი ლანსიდან მანჩესტერ სიტიში. პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა უზბეკი უკანახაზელის სანაცვლოდ გადაიხადა €40 მილიონი და აღსანიშნავია ის, რომ მასზე ძვირადღირებული 2025 წლის იანვარში იყო მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარის სენ-ჟერმენმა 70 მილიონად გაიფორმა.
რა ვიცით "ქალაქელების" ახალწვეული ცენტრალური მცველის შესახებ? პირველად მან გაიბრწყინა 2023 წელს გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რის შემდეგაც "წითელ-ოქროსფრებმა" ხუსანოვს კონტრაქტი გაუფორმეს. მისი ტრანსფერი სულ რაღაც €450 000 დაჯდა. როგორც ვხედავთ, "ლურჯებში" გადასვლის მომენტისთვის უზბეკი უკანახაზელის ფასი 88.8-ჯერ გაიზარდა.
პა-დე-კალეში გადასვლამდე, აბდუკოდირი თამაშობდა მინსკის ენერგეტიკში, რომლის შემადგენლობაში მან 2022-2023 წლებში 37 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. საფრანგეთის ჩრდილოეთში კი პეპ გუარდიოლას გუნდის ახალწვეულმა უკანახაზელმა 31 მატჩის ჩატარება მოასწრო. ის იქნება პირველი უზბეკი მოთამაშე, როგორც ეტიჰადზე, ისე ზოგადად პრემიერ ლიგაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის ცენტრალური მცველი გახდა ყველაზე ძვირადღირებული უზბეკი ფეხბურთელი ისტორიაში. მან მოხსნა ელდორ შომუროდოვის რეკორდი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ჯენოადან რომაში €19.6 მილიონად გაიყიდა.
ოფიციალურად: უკრაინის ნაკრები საქართველოს კოშიცეში (სლოვაკეთი) უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს. ერთა ლიგის, B2 ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა, კოშიცეს საფეხბურთო არენაზე (Košická futbalová aréna) გაიმართება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45…
საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კონსულტაციის შედეგად, აცხადებს უარს გაფრინდეს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარებით. ბოლო…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ…
ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, კილი გონსალესმა არ გამორიცხა ამერიკული გუნდის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ლეო მესის კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსს მისცემს. ეს არის ის იშვიათი საკლუბო ჯილდო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერის კოლექციაში…
კრიშტიანუ რონალდუმ CNN Portugal-თან ინტერვიუში კარიერაში 1000 გოლის გატანის მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. "ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი მაკლია 1000-მდე. ეს არ მომ…
ფაბიო კანავარომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ლეგენდარული მცველის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა ქართველი ვინგერი ლიონელ მესისა და კილიან მბაპეზე წინ დააყენა. "კარგი მახსოვრობა მაქვს და ყურადღებ…
გასულ უქმეებზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი ჩატარდა და ჩემპიონი გამოვლინდა. მე-4 ეტაპის წინ, სატურნირო ცხრილში პირველ სამ ადგილს შორის სხვაობა თითო ქულა იყო და ჩემპიონობის თეორიულ შანსს საერთო ჯამში 11 მრბოლელი ინარჩუნ…