ჩელსი ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას აგრძელებს — სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ლონდონურმა კლუბმა კიდევ ერთი ტალანტის გარიგება დახურა. სპორტინგის 17 წლის პორტუგალიელი ვინგერი ჟოვანი კენდა კარიერას ჩელსიში გააგრძელებს! მხარეებს შორის არც მეტი, არც ნაკლები €50 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 8-წლიანი კონტრაქტი მზადაა. გარიგების თანახმად, ჟოვანი კენდა 1-წლიანი იჯარით სპორტინგში დარჩება, ჩელსის კი 2026 წლის ზაფხულში შეუერთდება.
ჟოვანი კენდა ბენფიკას აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2019 წელს სპორტინგში გადაბარგდა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელმა ფეხბურთელმა, მწვრთნელებისგან მოწონება მალევე დაიმსახურა და 2023 წლიდან პირველ გუნდში დაწინაურდა. ახალგაზარდა ვინგერმა ამ დროში უკვე მოასწრო და ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ფეხბურთელის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედიც მუშაობდა — პირადად რუბენ ამორიმი ცდილობდა მისი ყოფილი შეგირდის გარიგების გაჩარხვას, თუმცა "წითელ ეშმაკებს" ლონდონელებმა აჯობეს. ტრანსფერი 100% დახურულია, მეტიც, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, რასაც უკვე კონტრაქტის გაფორმებაც მოჰყვება. ჩელსი კიდევ ერთ ტალანტს იფორმებს!