FourFourTwo-მ საუკეთესო იტალიელი შემტევები დაასახელა. პირველი ადგილი ერგო ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს, რომელმაც თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე ოქროს ბურთიც მოიგო. იტალიელი ტრექუარტისტა სხვადასხვა დროს თამაშობდა იუვენტუსში, ინტერში, მილანსა და კალჩოს კიდევ რამდენიმე კლუბში.
ოქროს ბურთის გარდა, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის ანგარიშზე არაერთი ინდივიდუალური ჯილდოა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, 1994 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონობა, სწორედ ეს არის კარიერის ყველაზე დიდებული და ამავდროულად, ყველაზე ტრაგიკული მომენტიც. როგორც გვახსოვს, მუნდიალის ფინალში "აძურის" 10-იანმა პენალტი ვერ გაიტანა.
იტალიელი შემტევების საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. რობერტო ბაჯო
2. ჯუზეპე მეაცა
3. პაოლო როსი
4. სილვიო პიოლა
5. ლუიჯი რივა
6. ალესანდრო დელ პიერო
7. ჯამპიერო ბონიპერტი
8. ფრანჩესკო ტოტი
9. გულიელმო გაბეტო
10. ჯანლუკა ვიალი