მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალური შეხვედრა საფრანგეთისა და შვედეთის ნაკრებებს შორის, ფრანგების გამარჯვებით 3:0 დასრულდა
ფრანგებმა ათასობით გულშემატკივარს ნამდვილი შოუ შესთავაზეს, ამ შოუს მთავარი გმირები კი მაიკლ ოლისე და კილიან მბაპე იყვნენ.
მბაპემ დუბლი გაიფორმა, ოლისემ კი 2 ასისტი მიითვალა და თავადაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი საოცარი მაკრატელა ძელს მოხვდა.
ფრანგთა მხრიდან ერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, რომელსაც ასევე კარგი მატჩი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მესისთან ერთად მბაპე 6 გოლით მიმდინარე მუნდიალის ბომბარდირია.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდება.
საფრანგეთი - შვედეთი 3:0
გოლები: მბაპე 45' 74' ბარკოლა 53'














