ოფიციალურად: ჰარი კეინმა კოჭის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. ამის შესახებ მიუნხენის ბაიერნმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრავმა კიოლნთან, ბუნდესლიგის მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება ნაადრევად, მე-20 წუთზე მოუწია.
კლუბის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელს მარცხენა კოჭის სინდესმოზური იოგი ჰქონდა გაწყვეტილი. ოპერაციის შემდეგ კეინი სარეაბილიტაციო პროცესს დაიწყებს.
გერმანული მედიის ცნობით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი მოედანს დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება, რაც ბაიერნისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.











