გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილიც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €8 მილიონი გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, დავითაშვილი გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. სენტ-ეტიენი 14 ტურის შემდეგ, 13 ქულით, მე-16 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს — გიორგი მიქაუტაძის ღირებულება შემცირდა. ლიონის ფორვარდის ფასმა €20 მილიონიდან €18 მილიონამდე დაიწია.