ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონი მოქმედი ჩემპიონის, პარი სენ ჟერმენის ტრიუმფით დასრულდა.
ფინალში, ლუის ენრიკეს გუნდი არსენალს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში დებიუტშივე, მე-6 წუთზე კაი ჰავერციმ გახსნა და არსენალი დააწინაურა. 65-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად უსმან დემბელემ შეასრულა და გაათანაბრა.
პენალტების სერიაში დარტყმები უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯებული.
პსჟ 1-1 არსენალი (პენ: 4-3)












