სერია ა-ს 24-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად რომის ლაციოსთან ფრე, 2:2 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი 87-ე წუთამდე იგებდა კიდეც, მაგრამ "არწივებმა" სტუმრებს მნიშვნელოვანი ქულები მაინც წაართვეს. ეს არის ზედიზედ მე-3 ფრე "პარტენოპეისთვის" და მე-2 უშუალოდ რომში, 13 დღის შუალედში.
"ლურჯები" აგროვებენ 56 ქულას და რჩებიან პირველ ადგილზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მილანის ინტერი დაამარცხებს ტურინის იუვენტუსს, კალჩოს ახალი ლიდერი ეყოლება. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2 მარტს, "აძური" უშუალოდ "გველებს" დაუპირისპირდება.