ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც ერთმანეთს დილა და დინამო ბათუმი დაუპირისპირდნენ.
ანგარიში 39-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თავი მენთეშაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს ბათუმელთა ლიდერმა ლუკა წულუკუძემ ანგარიში გაათანაბრა.
63-ე წუთზე ულად-ომარ იმრანის გოლით ბათუმი წინ გავიდა, 82-ე წუთზე მაჰმუტოვიჩმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე ერთად დინამო ბათუმი უკვე ზედიზედ 10 მატჩია დაუმარცხებელია და ცხრილს სათავეში ჩაუდგა.











