შეთანხმება შედგა — ჯონ დურანი ასტონ ვილადან კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ
ალ ნასრიში გააგრძელებს! მას შემდეგ, რაც ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი ჩაიშალა, გუნდი თავიდან ბოლომდე კოლუმბიელი ფორვარდის გარიგებაზე გადაერთო. საუდის კლუბმა ბირმინგემელებს არც მეტი, არც ნაკლები €77 მილიონი შესთავაზა, რასაც უნაი ემერის გუნდი ძალიან მარტივად დათანხმდა.
კოლუმბიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მაოწერს. იმის მიუხედავად, რომ დურანს ევროპაშიც არ აკლდა მსურველები, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მაინც საუდის პრო ლიგაში გადაწყვიტა.
ჯონ დურანი ასტონ ვილას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ამ დროში 78 მატჩის ჩატარება და 20 გოლის გატანა მოასწრო.
კოლუმბიელი ფეხბურთელის ალ ნასრიში ტრანსფერი 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი გარიგება იქნება.