საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. ახალგაზრდულ ნაკრებს, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი - ლუკა ლაცაბიძეც შემოუერთდა.
სანდრო ნარიმანიძე: "ხვალიდან სრულად შევიკრიბებით. პირველი თამაში საბერძნეთთან გავქვს, ზოგადად კარგი მეტოქეები გვყავს და ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდილება იქნება. პირველი თამაშის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო საშინაო მატჩს ვატარებთ. ხალხს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდეს და გვიგულშემატკივროს, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას."
ვახტანგ სალია: "ბოლო პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი, გამიჭირდა, მაგრამ დავბრუნდი, რამდენიმე მატჩიც ვითამაშე და ფორმაში შევდივარ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და საბერძნეთი დავამარცხოთ"











