ოთხშაბათს, 18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ფარგლებში ინტერ მილანი ბოდო გლიმტთან გასვლით მატჩს გამართავს. ნორვეგიაში აღნიშნული შეხვედრისთვის ემზადებიან დიდი პასუხისმგებლობით, მაგრამ კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ეს ურთულესი ამოცანაა.
ნურლანიაში დიდთოვლობაა და მსგავსი უამინდობა მოსალოდნელია ოთხშაბათსაც, ტემპერატურა კი მატჩის მიმდინარეობისას შესაძლოა მინუს 10 გრადუსამდე დაეცეს. ადგილობრივი სამსახურები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ "ნერაძურისა" და "ყვითლების" შეხვედრას თოვლმა პრობლემა არ შეუქმნას.
Wednesday: Bodø Glimt vs Inter in the Champions League
— Jan Aage Fjørtoft 🇳🇴 (@JanAageFjortoft) February 15, 2026
The stadium is now being mowed.
More snow reported Tuesday. The TV bus for Italian TV is stuck and blocking a lane on the E6 - an hour before Bodø. Waiting for towing. Welcome to Norway 😊
Benvenuti in Norvegia pic.twitter.com/UY7B9FhZt5
![[VIDEO] რა მდგომარეობაშია ბოდო გლიმტის სტადიონი ინტერთან მატჩის წინ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FOxk8ISUHjiFn4nwU9GGWpLbJ0KO62frP.webp&w=3840&q=75)











