რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, ფედერიკო ვალვერდეს მარცხენა კოჭის მესამე ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ურუგვაელ ნახევარმცველს 2 თვე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და გამოცდილი ფეხბურთელი ვარჯიშს დაახლოებით 2 კვირაში განაახლებს.
ვალვერდე სანაკრებო პაუზას გამოტოვებს და რეაბილიტაციის კურსს მადრიდში გაივლის, რის შემდეგაც გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.











