ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო სამშობლოში დაბრუნდა და ბენფიკა ჩაიბარა! პორტუგალიურმა კლუბმა 62 წლის სპეციალისტის გუნდში დაბრუნების შესახებ ოფიციალური განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ჟოზე მოურინიო ბენფიკაში 2000 წელს მუშაობდა. პორტუგალიელი "არწივებს" 10 მატჩის განმავლობაში წვრთნიდა, რა დროშიც 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიოს ბოლო კლუბი თურქული ფენერბაჰჩე იყო.








