ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი წყალტუბოს სამგურალსა და დინამო თბილისს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-12 წუთზე ლევან გეგეჭკორის პენალტი ზუსტი გამოდგა, თუმცა ტეიშეირამ ანგარიში მალევე გაათანაბრა, 37-ე წუთზე კი დოლტმურზიევმა დინამო წინ გაიყვანა.
ტაიმის მიწურულს გეგეჭკორმა ულამაზესი შორეული გასროლა შემოგვთავაზა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში მატჩის გმირი ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და დინამო თბილისს ზედიზედ მეორე მატჩი მოაგებინა.











