სერია ა-ს 32 ტურში უდინეზემ რომას უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - თავი გუნდის კაპიტანმა, რობერტო პერეირამ გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობა რომას მხარეს გადავიდა, თუმცა მეორე ტაიმამდე "ჯალოროსიმ" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. 61-ე წუთზე კი თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა და ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, მატჩი 84-ე წუთზე შეწყდა, რადგან რომას ფეხბურთელი ევან ნ'დიკა შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ მომენტის შემდეგ, გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა მსაჯთან დისკუსია გამართეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შეხვედრა აღარ უნდა გაგრძელებულიყო.
ნ'დიკას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, დაველოდოთ, როდის გახდება ცნობილი რაიმე სიახლე.