გიორგი მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერი ჩაიშალა! ამის შესახებ, ფრანგული გავლენიანი გამოცემა L'Equipe წერს. იმის მიუხედავად, რომ მონაკო და მეცი ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე წინა კვირაში შეთანხმდნენ, ფეხბურთელის აგენტსა და ლიგა 1-ის ბინადარს შორის, შეთანხმება ვერ შედგა, შესაბამისად, ტრანსფერი გამოირიცხა.
ამასობაში კი ლიონი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს! ფრანგული გუნდი გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე მუშაობს. შეგახსნებეთ, გიორგი სწორედ ლიონის აკადემიის აღზრდილია.
როგორც L'Equipe წერს, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, გიორგისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია, ახლა კი მეცთან ტრანსფერზე შეთანხმება არის დარჩენილი. როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, გარიგება, დიდი ალბათობით, მალე შედგება.