რამდენიმე დღის წინ, ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების 23-კაციანი სია დაასახელა.
ნაკრებში გამოძახებული იყო პსჟ-ს ნახევარმცველი ზაირე-ემერი, რომელმაც გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო და ნაკრებიდან ამოვარდა.
მას თავისივე თანაგუნდელი, მაგნეს აკლიუში ჩაანაცვლებს, რომელიც პსჟ-ს ამ ზაფხულს შეუერთდა და რამდენიმე კარგი მატჩიც ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საფრანგეთის ნაკრები თურქეთის, ბელგიისა და იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
Les 23 Bleus appelés par Zinédine Zidane pour le premier rassemblement de la saison 🇫🇷 pic.twitter.com/HghfdF2hx3
— Equipe de France ⭐⭐ (@equipedefrance) September 18, 2026












