დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა.
შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასოდ შეუძლია.
ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, სანჩო კარიერის გაგრძელებას როგორც MLS-ში, ისე საუდის არაბეთშიც განიხილავდა, თუმცა ინგლისელი ამ დრომდე უგუნდოდაა. ამასობაში კი ხეტაფე გააქტიურდა, რომელიც 26 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს.
უახლოეს საათებში სანჩოს ხეტაფეში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
















