დღევანდელმა შეხვედრამ მხარეები კიდევ უფრო დაახლოვა — ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია! პსჟ და ნაპოლი გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი პარიზში გაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
23 წლის ვინგერს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ საფრანგეთში სურდა — მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. კვარაცხელიასთვის კონტრაქტი 2029 წლამდე და სოლიდური ხელფასი გამზადებულია. ლუის ენრიკე ქართველ ფეხბურთელს პარიზში უახლოეს დღეებში ელოდება.
პსჟ-სა და ნაპოლის შორის დაახლოებით €70-75 მილიონიანი გარიგება შედგება. უახლოეს დღეებში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი შედგება!