რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — მარკო ასენსიო პსჟ-დან 6-თვიანი იჯარით ასტონ ვილაში ითამაშებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 29 წლის ესპანელს ბირმინგემში ხვალ ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ფაქტია ამ სეზონში მარკო ასენსიოს პსჟ-ში სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა, რასაც შემდგომში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც დაემატა, რამაც შეტევაში კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა, სწორედ ამიტომ გამოცდილმა ესპანელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ასტონ ვილა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარკუს რაშფორდის გაფორმებასაც გეგმავს.