41 წლის ფეხბურთელმა ვეტერანთა ლიგაში თამაშის დროს გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ლუის ტეხადა 2001-18 წლებში პანამის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რა დროსაც 43 გოლი გაიტანა და დღემდე გუნდის ბომბარდირია. მან აქტიური საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა და ვეტერანთა ლიგაში დაიწყო თამაში.








