23 სექტემბერს თბილისში, Master League Arena-ზე, Socca Grand Prix Sevens-ის აიღებს სტარტს.
ჩემპიონატი 23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, საქართველოს ოთხი წარმომადგენელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 უცხოური გუნდი შემდეგი ქვეყნებიდან: მექსიკა, ლიბანი, პორტუგალია, კვიპროსი, ყაზახეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა, ომანი, ჩეხეთი.
ჩემპიონატის გახსნის დღე განსაკუთრებული იქნება, 23 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება საზეიმო გახსნის ცერემონია, ხოლო სტადიონზე საფეხბურთო სანახაობას მუსიკალური გაფორმება და DJ-ის სპეციალური პროგრამა გაამდიდრებს.











