მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა ანტონიო რუდიგერის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, თუ რით არის სასარგებლო გერმანელი უკანახაზელის პროვოკაციული ქმედებები თავისი გუნდისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში მადრიდის რეალი ლონდონის არსენალს ესტუმრება.
"რუდიგერის პროვოკაციული ქცევა საჭიროა მოწინააღმდეგის წყობილებიდან გამოსაყვანად. მან ეს ძალიან კარგად იცის და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ადრე? უკანახაზელები უბრალოდ უხეშობდნენ ან მეტოქის მიმართებაში იქცეოდნენ არასპორტულად, როდესაც მსაჯი ამას ვერ ხედავდა.
VAR-ის ეპოქაში ეს უკვე შეუძლებელია, თუმცა ანტონიომ ახალი ვარიანტი მოიფიქრა. ის უბრალოდ ცდილობს მოწინააღმდეგის გაღიზიანებას, რაც მის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა შუახაზელმა.