ისტორიაში პირველად, ფეხბურთში 15 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა.
გასაკვირი არაა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც ესპანეთი გახდა. ესპანელმა ახაგაზრდებმა ფინალში ჩეხი თანატოლები 3:0 გაანადგურეს.
არსენ ვენგერმა თავის შტაბთან ერთად, ამ ჩემპიონატში 3 ახალი წესი შემოიტანა, რომელიც ფეხბურთისთვის უჩვეულოა.
კერძოდ, მთელი ტურნირის განმავლობაში, ნაკრებებს მატჩში ულიმიტო ცვლილებების განხორციელების უფლება ჰქონდათ.
🚨 𝗡𝗘𝗪: Spain has won the first EVER U15 World Cup, beating Czechia 3-0 and winning all 9 games, scoring 34 goals. People are impressed by the global domination Spain has, even at their base. This Spanish triumph only proves that they are probably going to keep dominating for the next decade.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 31, 2026
ამასთან ერთად, თუ ბურთი აუტში გადადიოდა, მოთამაშეები ბურთს არა ხელით, არამედ ფეხით აწვდიდნენ. თამაშგარე მდგომარეობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნებოდა, თუ მომენტი კარიდან 14 მეტრის რადიუსში ფიქსირდებოდა.
"ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ბევრი თამაშია. როცა სპორტის რომელიმე სახეობა გიყვარს, გინდა გაიგო, რამდენად კარგი ხარ მასში", - განაცხადა არსენ ვენგერმა.
ტურნირში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო. 15 წლამდე ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო, 4 წააგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.











