სტეფანო პიოლის გარშემო საუბრები არ წყდება — ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს თუ დავუჯერებთ, საკმაოდ დიდი შანსია იტალიელმა სპეციალისტმა ალ ნასრი უახლოეს პერიოდში დატოვოს. როგორც ირკვევა, სტეფანო პიოლისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის გამოც, კლუბში 59 წლის სპეციალისტის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ყველაფერს ემატება არადამაკმაყოფილებელი შედეგებიც.
გამოცდილი იტალიელი მწვრთნელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან იტალიური კლუბები, საიდანაც ყველაზე მეტად რომა აქტიურობს. კლაუდიო რანიერი სეზონის ბოლოს "ჯალოროსის" დატოვებს, დედაქალაქური კლუბი კი ახალ მთავარ მწვრთნელს უკვე ეძებს. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, როგორც კლაუდიო რანიერის, ისე უფროსობას სტეფანო პიოლის კანდიდატურა ძალიან მოსწონს. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა უახლოეს კვირებში მოსალოდნელია რომას გააქტიურება. სტეფანო პიოლის გარდა განიხილება სხვა ვარიანტებიც, მათ შორის ჯან პიერო გასპერინისაც.
სტეფანო პიოლის სერია ა-ში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იტალიელ სპეციალისტს ისეთ გუნდებში უმუშავია როგორიცაა მილანი, ინტერი, ლაციო და ბოლონია.