ოფიციალურად — დანი კარვალახმა რეალ მადრიდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა! ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და როგორც ჩანს, შეთანხმებასაც მარტივად მიაღწიეს. კარლო ანჩელოტისთვის გამოცდილი ესპანელი განაპირა მცველი შეუცვლელია, კლუბმა კი 32 წლის ფეხბურთელს დამსახურებულად გაუხანგრძლივა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, კარვახალმა სულ რამდენიმე საათის წინ უმძიმე ტრავმა მიიღო — ფეხბურთელმა ვილიარეალთან შეხვედრაში მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამო მთლიან სეზონს გამოტოვებს. ესპანელს ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, ამის შემდეგ კი გრძელი რეაბილიტაციის კურსი დაიწყება.
მძიმე ტრავმის შემდეგ, კლუბმა ესპანელს სრული მხარდაჭერა ახალი კონტრაქტით გამოუცხადა. კარვახალის მადრიდული ისტორია გრძელდება.