კონტეს ერაში ნაპოლიმ მეექვსე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და მანჩესტერ იუნაიტედს შორის რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, სკოტ მაკტომინეი კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. საუბარია €30 მილიონიან გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც 27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.
ანტონიო კონტე ნახევარდაცვის გაძლიერებას პირველივე დღიდან ითხოვდა და როგორც ჩანს, ეს სურვილი აურელიო დე ლაურენტისმა დაუკმაყოფილა. ნაპოლი მაკტომინეის გარდა, დიდი ალბათობით ბილი გილმორსაც დაიმატებს. იტალიელები ბრაიტონთან ტრანსფერის ბოლო დეტალებს, უახლოეს საათებში მოაგვარებენ.
მაკტომინეიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 255 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
შოტლანდიელ ფეხბურთელს ნეაპოლში, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, უახლოეს საათებში ელოდებიან. მხარეებმა ტრანსფერის ბოლო დეტალები რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს.