რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები ძალიან მალე საბოლოო შეთანხმებით დასრულდება — ჟოზე მოურინიო და ბენფიკა გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 62 წლის გამოცდილი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდება!
ყარაბაღთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ბენფიკამ ბრუნო ლაჟე გუნდიდან გაუშვა, რის შემდაგაც პორტუგალიური გრანდი ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, დარჩენილია მხოლოდ ბოლო დეტალების შეთანხმება.
ჟოზე მოურინიო ბენფიკაში 2000 წელს მუშაობდა. პორტუგალიელი "არწივებს" 10 მატჩის განმავლობაში წვრთნიდა, რა დროშიც 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიოს ბოლო კლუბი თურქული ფენერბაჰჩე იყო.








