92-წლიანი ლოდინი დასრულდა - ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. უცნაურად ჟღერს, იმის გათვალისწინებით, რომ "ფარაონებს" აფრიკაში ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდი ჰყავთ. ამის მიუხედავად, ახალ ზელანდიასთან შეხვედრამდე, "წითლების" ანგარიშზე მუნდიალებზე 0 მოგება იყო.
ეგვიპტეს მონაწილეობა მიუღია 1934, 1990 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა გამარჯვების გარეშე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "ფარაონები" უნდა ყოფილიყვნენ სულ პირველ, ურუგვაის მუნდიალზეც, მაგრამ შტორმის გამო გემმა ვერ შეძლო გამგზავრება, რის შედეგადაც ტურნირი მათ გარეშე დაიწყო.
დავუბრუნდეთ "წითლების" ისტორიულ გამარჯვებას, რომლის მთავარი შემოქმედი მოჰამედ სალაჰი აღმოჩნდა. ლეგენდარულმა შემტევმა ჯერ 2:1 გახადა ანგარიში, შემდეგ კი ეგვიპტელმა ვინგერმა მაჰმუდ ტრეზეგეზე ასისტი გააკეთა. ამ ყველაფრის შედეგად, ჰოსამ ჰასანის შეგირდები 1/16 ფინალში გასვლასთანაც ძალიან ახლოს არიან.
ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ორი ტურის შემდეგ, ეგვიპტე ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებს. ბოლო მატჩში ირანთან გამარჯვების შემთხვევაში, "ფარაონები" მუნდიალის 1/16 ფინალში გარანტირებულად მოხვდებიან. აფრიკელები არიან იმდენად კომფორტულად, რომ მათ სპარსელებთან ფრეც აწყობთ.





![[VIDEO] "ლიონელ მესი? შემდეგი კითხვა“ — რონალდუმ არგენტინელზე საუბარი არ ისურვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FFVGgWchi79QbGYQxtAMUBtq2rydxUDz0.png&w=3840&q=75)









