შეთანხმება შედგა — კლაუდიო რანიერი რომას ჩაიბარებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს, 73 წლის ვეტერანი იტალიელი "ჯალოროსისთან" კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს. დარჩენილია მხოლოდ კლუბის ოფიციალური ცნობა, რაც უბრალოდ დროის ამბავია.
რანიერი გუშინ ღამით ლონდონში გაფრინდა, სადაც რომას მფლობელებს, ფრიდკინების ოჯახს შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ იტალიელმა 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, კლაუდიო როგორც ჩანს მზადაა მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კლუბში, კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და ჩაგდებული სეზონი გადაარჩინოს.
რანიერის რომაში ორჯერ უკვე უმუშავია, კერძოდ 2009-დან 2011 წლამდე და 2018/2019 სეზონის მიწურულს. ახლა კი იტალიელი "ჯალოროსიში" მესამედ ბრუნდება. ვეტერანი სპეციალისტი საქმიანობას ხვალიდან შეუდგება, რანიერის რომაში უკვე ელოდებიან.