ტრანსფერი დაიხურა, ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთიდან კარიერას არსენალში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 17 წლის ფებხურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
არსენალი ბართიშვილის სანაცვლოდ €4.5 მილიონს გადაიხდის, თავად ფეხბურთელი კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბართიშვილი არსენალის პირველ გუნდს 2027 წელს შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.














