წარმოგიდგენთ 10 შემტევს, რომელმაც სხვადასხვა დროს ლიონის ოლიმპიკში გაიბრწყინა. არიან თავდამსხმელები, რომლებისთვისაც ფრანგული გუნდი იყო ერთგვარი ტრამპლინი, არიან ისეთებიც, რომლებმაც რონში კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარეს. მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
ქარიმ ბენზემა
ლიონის აკადემიის ყველაზე ვარსკვლავური და წარმატებული აღზრდილი, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა. იმედისმომცემი ფორვარდის სტატუსით ბენზემა გადავიდა მადრიდის რეალში, სადაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო. ამის გარდა, ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ქარიმმა შეაგდო 354 ბურთი, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი მასზე მეტი.
ჰატემ ბენ არფა
თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ლიონში გაბრწყინების შემდეგ, ბენ არფა გადავიდა მარსელის ოლიმპიკში, სადაც თავისი დონე შეინარჩუნა, შემდეგ კი იყო ნიუკასლი, უმძიმესი ტრავმა და ყველაფრის თავიდან დაწყება. ჰატემი ვეღარ ავიდა იმ დონეზე, რომელზეც პოტენციალის გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო.
ნაბილ ფეკირი
კიდევ ერთი დიდი სახელი ლიონის აკადემიიდან. მშობლიურ გუნდში რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ, ფეკირი ძალიან ახლოს იყო ლივერპულში გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი მუხლის ტრავმის გამო ჩაიშალა. ნაბილის კარიერაში შემდეგ იყო ბეტისში გადასვლა, მაგრამ გრანდში ტრანსფერისთვის მან აღნიშნული კლუბი, როგორც ტრამპლინი ვეღარ გამოიყენა.
ლუდოვიკ ჟიული
გარემარბი, რომელიც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელების უყურადღებობას ეწირებოდა. ეროვნული გუნდი რომ გადავდოთ გვერძე, ჟიულის ბრწყინვალე საკლუბო კარიერა გამოუვიდა. ლიონში დაწყებული გზა გაგრძელდა მონაკოში, მწვერვალი კი ბარსელონაში გადასვლა იყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ბლაუგრანაში" ლუდოვიკმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ალექსანდერ ლაკაზეტი
თანამედროვე ლიონის უხუცესი ფეხბურთელი, კაპიტანი და ლეგენდა. ლაკაზეტს მშობლიურ გუნდში დაუგროვდა 195 გოლი და ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში ის ამჟამად მე-2 პოზიციაზე არის. ალექსანდერს სჭირდება კიდევ 28 ბურთის შეგდება იმისთვის, რომ ოლიმპიკის ისტორიაში ნომერ პირველი მეგოლე გახდეს.
ლისანდრო ლოპესი
ბენზემას რეალში გადასვლის შემდეგ, ლიონის ლიდერობა საკუთარ თავზე ლისანდრომ აიღო. უნდა აღინიშნოს ის, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი. 80-ზე მეტი შეგდებული ბურთი და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა, რაც ოლიმპიკისთვის 2010 წლისთვის ისტორიული შედეგი იყო.
ფლორან მალუდა
მალუდა ლიონში გადავიდა 2003 წელს და ოთხ სეზონში ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ჩამოყალიბდა. წარმატებული თამაში მას დაუფასდა ლონდონის ჩელსიში ტრანსფერით, რომლის შემადგენლობაში ფლორანმა ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო. დროთა განმავლობაში ის უნივერსალი მოთამაშის ამპლუაშიც გაიხსნა.
მემფის დეპაი
მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ვერ დამკვიდრების შემდეგ, მემფისმა წარმატებით მოახერხა კარიერის რეანიმირება ლიონში. ხუთ სეზონში 75-ზე მეტი ბურთის შეგდების შემდეგ, დეპაი გაიფორმა ბარსელონამ, შემდეგ კი მადრიდის ატლეტიკომ, მაგრამ ისეთი ეფექტური, როგორიც ოლიმპიკში, ის არსად ყოფილა.
სილვიენ ვილტორი
მართალია, ვილტორი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ლონდონის არსენალსა და ბორდოში, თუმცა თავისი მაღალი დონე მან ლიონშიც აჩვენა. 2000-იანი წლების ოლიმპიკი საფრანგეთის ჩემპიონატში იყო უკონკურენტო და ამის გარდა, პერიოდულ სენსაციებს ეს გუნდი ევროსარბიელზეც გვთავაზობდა. სილვიენი ამ ყველაფრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.
გიორგი მიქაუტაძე
ლიონის ახალი ვარსკვლავი, რომელმაც მშობლიურ გუნდში გაბრწყინებამდე ძალიან დიდი გზა გამოიარა. სერენი, მეცი, ამსტერდამის აიაქსი, ევროპის ჩემპიონატზე შეგდებული 3 ბურთი და ოლიმპიკში დაბრუნება. მიქაუტაძის ქამბექი გამოდგა მძიმე, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჟორჟის სახლში დაბრუნება ნამდვილად შედგა.
ასევე გამოსარჩევია: სონი ანდერსონი, ბრედლი ბარკოლა, მიშელ ბასტოსი, რაიან შერკი, ბაფეტიმბე გომისი, სიდნეი გოვუ, მარიანო დიასი.
ფეხბურთთან ახლოს #3 | ლეგიონერები სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…
როდრი ერნანდესი გადავიდა ბარსელონაში, იქამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდუ სილვა - მადრიდის რეალში. 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თითქოს გვთავაზობდა საპირისპირო სცენარს: ესპანელი შუახაზელი იყო ახლოს "სამეფო კლუბთან", პორტუგალიელი ფლეიმეიქერი კი კატალონიელებთან. მანჩესტერ სი…
16 აგვისტოს, ჩვენი დროით 05:00 საათიდან, UFC 330-ის ფარგლებში ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქამარს იან მაჩადო გარის წინააღმდეგ დაიცავს. ეს არის დუელი, რომელსაც არ აკლია არც ინტრიგა, არც დრამატულობა და არც ისტორიული კონტექსტი. განვიხილოთ დეტალურად, თუ რას გვიმზადებს…
საკლუბო სეზონი ტრადიციულად გაიხსნება უეფას სუპერთასის დაპირისპირებით - კვლავ პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა მიყოლებით მეორედ და მისი მოწინააღმდეგე, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ასტონ ვილა. აღნიშნულ შეხვედრას არც ინტრიგა აკლია და არც ისტორიული კონტექსტი. პსჟ-ს გამ…
ლეგენდარული ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები არ არის საკმარისი იმის ასაღწერად, თუ როგორი დიდებული ფეხბურთელი იყო იტალიელი უკანახაზელი. კაპიტანი, რომელმაც საფეხბურთო მოედანზე გამოიარა და ნახა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გთავაზობთ მოგზაურობას "აძურისა" და მილანი…
იტალიური ფეხბურთი - მოვლენა, რომელიც წარმოუდგენელია სკანდალის გარეშე. ჩაწყობილი მატჩები, კავშირი მაფიასთან, ქრთამი, აკრძალული ნივთიერებები სპორტსმენებს შორის და ბევრი სხვა. ეს არის კალჩო...დიდებული და საშინელი. დღეს ვისაუბრებთ იტალიური ფეხბურთის 10 მთავარ სკანდალზე. ტოტონერო | და…
სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა გამოცემებმა რეალ მადრიდის როდრით დაინტერესების შესახებ დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზეა, ესპანეთსა და ინგლისში უკვე აქტიურად მსჯელობენ, რატომ მიიჩნევს ჟოზე მოურინიო სწორედ მანჩესტერ…