ემპოლი სერია ა-ს ახალ სეზონში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ტოსკანური გუნდი 9 ტურის შემდეგ, 11 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, რობერტო დ'ავერსას გუნდს მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული, რაც ემპოლის დონის გუნდისთვის, საოცრად კარგი შედეგია. ემპოლი რომ ბევრ გოლს არ უშვებს, ეს საბა გოგლიჩიძის დიდი დამსახურებაცაა, რომლის მიმართაც ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
როგორც ცნობილი ხდება, პარმა-ემპოლის მატჩს რამდენიმე ტოპ კლუბის სკაუტი დაესწრო. მილანის, ინტერისა და იუვენტუსის წარმომადგენლები ამ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდნენ და ამ სიაში იყო საბა გოგლიჩიძეც. მას შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ ბოლონიას ინტერესი დადასტურდა, საქმეში ახლა სხვა გუნდებიც ჩაერთვნენ.
20 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იმის თქმა თამამად შეგვიძლია, რომ გოგლიჩიძე ემპოლის შეუცვლელი ფეხბურთელია, მის მიმართ ინტერესი კი სულ უფრო და უფრო იზრდება.
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…
გავლენიანი ესპანური გამოცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებენ — თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ენდრიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეალ მადრიდს დატოვებს და სეზონის მეორე ნაწილს სხვა კლუბში გაატარებს. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ჟოზე მოურინიომ ბრაზილ…
რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები ძალიან მალე საბოლოო შეთანხმებით დასრულდება — დანი კარვახალი და ხეტაფე გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და, თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უახლოეს საათებში ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორ…
დადასტურებულად — ხეტაფე დანი კარვახალის ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და თუ ესპანურ წყაროებს დავუჯერებთ, ხეტაფეში სჯერათ, რომ ვეტერანი განაპირა მცველის დამატებას შეძლებენ. შეგახსენებთ, დანი კარვახალი ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყ…
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა ლა ლიგის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 25 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასმ…
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან სულ რაღაც ერთი თვე გავიდა, პოტენციურ ტრანსფერებზე საუბრისთვის დრო ყოველთვის მოიძებნება. ამ სტატიაში კი იმ ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტები ეწურებათ და თავისუფა…