სერია ა-ს 2024/25 სეზონი სტარტს 17 აგვისტოს აიღებს, გუნდებმა კი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყეს. La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა გვთავაზობს ტოპ 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს, რომლებიც ამ სეზონში სერია ა-ს გუნდებში იმუშავებენ. სიას სიმონე ინძაგი ლიდერობს, რომელმაც ინტერთან ახალი კონტრაქტი, სულ რამდენიმე საათის წინ გააფორმა, კერძოდ 2026 წლამდე.
1. სიმონე ინძაგი - €6.5 მილიონი (ინტერი);
2. ანტონიო კონტე - €6 მილიონი (ნაპოლი);
3. ჯან პიერო გასპერინი - €4.5 მილიონი (ატალანტა);
4. ტიაგო მოტა - €3.5 მილიონი (იუვენტუსი);
5. დანიელე დე როსი - €3 მილიონი (რომა);
ხელფასები წარმოდგენილია საბონუსე სისტემის გარეშე, თუმცა თუ დამატებით შემოსავალსაც გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში სიის ლიდერი ანტონიო კონტე გახდება, რადგან 54 წლის იტალიელის კონტრაქტში, საკმაოდ დიდი ბონუსებია ჩაწერილი. კონტეს შეუძლია სეზონის ბოლოს ჯამში €10 მილიონამდე გამოიმუშავოს.
საინტერესოა ისიც, რომ ტოპ 5 მწვრთნელში ვერ მოხვდა მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში, სულ რაღაც €2.5 მილიონი იქნება.