საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა კვიპროსს მოუგო

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, წონასწორობა 30-ე წუთზე, გიორგი ნიჟარაძის პასით, გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფის მატჩებს 20-დან - 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი მიიღებს.











