საფრანფეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ სტუმრად ბრესტს დაუპირისპირდა, 0:1 გაიმარჯვა და სეზონის პირველი თამაში მოიგო.
მიუხედავად ამისა, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თავისი გუნდის თამაშით მაინც უკმაყოფილოა.
"დღევანდელი მატჩიდან საერთოდ არაფერი მომეწონა. თუ გვსურს, რომ მატჩები ისე მოვიგოთ, როგორც ჩვებ გვინდა, გაცილებით მეტს ველოდები, თორემ ასე თუ გაგრძელდა, იმედგაცრუებულები ხშირად ვიქნებით.
თავი კდავიცავით, მაგრამ ზოგადად ბევრი შეცდომები გვქონდა და ეს შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. არ მესმის, ამდენი შეცდომის ფონზე, გოლი როგორ არ გავუსვით. დღევანდელი დღით ძალიან გაბრაზებული ვარ.
ჩემი აზრით, ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო, რაც ამ სეზონში ჩავატარეთ. ვისურვებდი, რომ თამაშზე უფრო მეტი კონტროლი ჩვენ გვქონდეს", - განაცხადა ენრიკემ.











