ალ-ნასრის კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ორი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელისთვის ასეთი მოთამაშეები არიან რონალდო ნაზარიო და რონალდინიო გაუჩო. პორტუგალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ორმა ლეგენდამ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.
"არ მიყვარს შედარებები, მირჩევნია ვისაუბრო იმ საფეხბურთო მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩემმა საყვარელმა მოთამაშეებმა დატოვეს. ჩემი ბავშვობის კუმირები რონალდო და რონალდინიო არიან. ფაქტია, მე უფრო მეტი ტიტული მოვიგე, მაგრამ მათ მუნდიალზე ტრიუმფი მოახერხეს. მათ უდიდეს პატივს ვცემ.
ბრაზილიელი შემტევების თამაშს ბავშვობაში ვუყურებდი. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? ეს არც ისე მნიშვნელოვანია", - განაცხადა პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა.