ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს მიუახლოვდა — კლუბებს ევროპის მასშტაბით სულ რამდენიმე საათი დარჩათ სასურველი გარიგებების განსახორციელებლად.
როგორც ყოველთვის, იანვარში ტოპ კლუბები დიდად არ აქტიურობენ ხოლმე, თუმცა ამ წელს რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი მაინც განხორციელდა. ამ სიაშია ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაც. შეგახსენებთ, პარიზულმა გრანდმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაიხადა.
როდის იხურება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ტოპ 5 ლიგაში?
ინგლისი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 03:00 საათზე
ესპანეთი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 02:00 საათზე
იტალია - 4 თებერვალი, თბილისის დროით 02:00 საათზე
საფრანგეთი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 01:00 საათზე
გერმანია - 3 თებერვალი, თბილისის დროით 23:00 საათზე
სხვა ჩემპიონატების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ
ამ ლინკზე იხილოთ.