როდის დაბრუნდება ჰოლანდი? - გვარდიოლას კომენტარი

"ჰოლანდი განაცხადში იქნება. დიახ, ის დაბრუნდა. მან სიტი დღითიდღე ძლიერდება, რადგან მთელი შემადგენლობა უკვე მწყობრშია. ერლინგი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. რაც ყველაზე მთავარია, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს", - განაცხადა მანჩესტერელთა სპეციალისტმა ნორვეგიელის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" თავდამსხმელი ტრავმის გამო მოედანზე 6 დეკემბრის შემდეგ არ გამოსულა. ამის მიუხედავად, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მან 14 ბურთის შეგდება მაინც მოასწრო. საერთო ჯამში კი "ლურჯების" 9-იანის მონაგარი ინგლისში გადმოსვლის შემდეგ 75 მატჩში 71 გოლს შეადგენს.







