რომას ყოფილმა კაპიტანმა, ჯუზეპე ჯანინიმ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა პაულო დიბალას შესახებ. ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტისა და ლუკა მოდრიჩთან გაავლო პარალელი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი "ჯალოროსის" შემადგენლობაში მე-2 სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე, 63 მატჩში, 30 ბურთია.
"როდესაც დიბალა ფორმაშია, რომა შემოქმედებითად თამაშობს. სწორედ მისი სტილის ფეხბურთელები ქმნიან არაფრისგან მნიშვნელოვან მომენტებს. წარმოუდგენელია "ჯალოროსის" ხილვა პაულოს გარეშე, იგივე გრძნობა ტოტის შემდეგ არ მქონია. ცხადია, ტრავმები რომ არა, ის გუნდისთვის ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა.
კრეატიულობითა და თამაშის ხარისხით, ფრანჩესკოს გარდა, არგენტინელი თავდამსხმელი მოდრიჩსაც მაგონებს. ასეთი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან", - განაცხადა იტალიელმა ყოფილმა შუახაზელმა.
აქვე დავამატებთ, რომ პაულოს სახელს პრემიერ ლიგისა და საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ. ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.